სტეფანწმინდის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტირებისთვის ტენდერი გრძელდება

სტეფანწმინდის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტირების ტენდერი გრძელდება. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტირების სამუშაოები გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით განხორციელდება, რომელიც 2023 წელს დასრულდება.

“პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, რომელსაც ასევე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

ყაზბეგის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობას დაახლოებით 26 მლნ ევრო მოხმარდება.

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება სათავე ნაგებობა, სტეფანწმინდამდე მიმავალი მაგისტრალური მილსადენი და რეზერვუარები.
აშენდება ახალი რეზერვუარი და სრულად რეაბილიტირდება, გაფართოვდება გამანაწილებელი ქსელი.

ახალი სატუმბი სადგურებით მოეწყობა გერგეტის და სტეფანწმინდის წყალარინების ქსელი. აშენდება წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის ფარგლებში, ცენტრალურ ქუჩებზე განათება მოეწყობა. საგზაო მიმართულებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ ქუჩებს და სანიაღვრე ქსელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები