ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ახალსოფლის ტყეში ქვედა საფარს უკიდია.
ყვარლის მერის წარმომადგენლის, მალხაზ მარტიაშვილის თქმით, დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია, ჯერჯერობით, უცნობია რა სიმძლავრის ხანძარზეა საუბარი და რამ გამოიწვია აალება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრეები იმყოფებიან და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.