ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვაში ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთო

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვაში ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთო, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულს ოჯახის ექიმი თავად დაუკავშირდება.

„დღეიდან კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტს ბინაზე ონლაინ კონსულტაციას თავისი ოჯახის ექიმი გაუწევს. ოჯახის ექიმი პაციენტს თავად დაუკავშირდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლე კონსულტაციას მიიღებს იმ დაწესებულების ექიმისაგან, რომელიც სახელმწიფო პროგრამით მიმაგრებულია პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე. კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქე ონლაინ კონსულტაციას იღებს სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოყოფილი ოჯახის ექიმისგან”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები