წალენჯიხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

წალენჯიხის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სამართლიანია.

მისი თქმით, არ მოხდა პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ნახტომისებური ზრდა და ამისთვის გამიზნული თანხა გადანაწილდა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ყოველდღიურ მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ

“სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, წალენჯიხაში მიღებულია ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ხელფასების სამართლიან ზრდას ითვალისწინებს. ვაკონკრეტებ, წალენჯიხაში არ მოხდა პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ნახტომისებური ზრდა, იმის ხარჯზე რომ ჩვენი დასუფთავების თანამშრომლებს თუ ბაღის პედაგოგებს 200-300 ლარი აქვთ ხელფასი. ანუ ხელფასების ზრდა მოხდა სამართლიანად, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, სადაც გესმით ოპოზიციის ხმაური, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ჩინოვნიკებზე“, – თქვა გია ხარჩილავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები