ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 85 ოჯახს სახლების სახურავები სრულად შეუცვალა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. 2021 წელს ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 85-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2021 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 397 557 ლარი გამოყო.

აღსანიშნავია, რომ 2016-2021 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 299 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 044 506 ლარი დაიხარჯა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები