სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ამავე სოფელში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა მოკვერაშვილს ეკუთვნის. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შურისძიებას.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან მოკვერაშვილის დაკავების შემდეგ იგი ცარიელი იყო.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.