გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების მოწყობა გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების მოწყობა გრძელდება. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის განხორციელება ფლავში, სვენეთში, ხელთუბანში, კარალეთსა და გარეჯვარში იგეგმება.
“პროექტის მიხედვით, აღნიშნული სოფლების მხოლოდ ის უბნები განათდება, სადაც გარეგანათება დღემდე არ ყოფილს.
გორის მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 830 ლარია.
პროექტი „სამოაქალაქო ბიუჯეტი 2022“ – ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. მისი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.