ავთანდილ გულიკაშვილი: თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს ხელისუფლების მხარდაჭერა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავთანდილ გულიკაშვილი, მოადგილე ემზარ კუჭუაშვილთან, ხაშმის წარმომადგენლებსა და დეპუტატთან ერთად, საჭიროებების განსაზღვრისა და გამოვლენის მიზნით, სოფელ ხაშმის თემში შემავალი დასახლების – “წალმიანის” მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივები მერს არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ.
სოფლის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე გამართულ კრებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და სამომავლო გეგმებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე საუაბრი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
“ჩემი პრიორიტეტია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საცხოვრებელი პირობები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს ხელისუფლების მხარდაჭერა, მე აქტიურად გავაგრძელებ ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრებს და პირადად გავეცნობი ყველა ადამიანის საჭიროებას, არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ჩემს გუნდთან ერთად, არსებული რესურსის გათვალისწინებით, უკეთესობისკენ შევცვალოთ მდგომარეობა”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები