თორნიკე სამხარაძე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია

ქალაქ რუსთავში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის,  2022 წლის საქართველოს პირველობა გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდა (86კგ) ონელი სპორტსმენი თორნიკე სამხარაძე, რომელმაც ფინალში დამაჯერებელად გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

“ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თორნიკე სამხარაძეს, მის ოჯახს და მწვრთნელებს ღირსეულ გამარჯვებას. უსურვებს წარმატებებს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში”, – აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები