ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ამავე მონაკვეთზე, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები