კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის მამაკაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარის განმარტებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავებულის მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. შესაბამისად, ბრალდების მხარის არგუმენტი საფრთხეებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სანადირო თოფით 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილი მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიციამ მოკლულის თანასოფლელი გიორგი მღებრიშვილი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები