ხობში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო  შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები