ბაკურიანში ოპოზიციამ ტყის ნაწილის იჯარით გასხვისება გააპროტესტა

დილიდან ხმაურია ბაკურიანში, სადაც ოპოზიცია ტყის ნაწილის იჯარით გასხვისებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მიწები კვლავ ბაკურიანის მოსახლეობას დაუბრუნდეს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ტყის გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემა ტენდერის შედეგად მოხდა და პროცესი გამჭვირვალე იყო.

„აუქციონი ჩატარდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო გამჭვირვალე პროცესი. შესაბამისი პირობებით მოხდა ამ აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენა და ეს პირობები თუ არ ვცდები ტყის შენახვას გულისხმობს. ანუ უფრო მეტ დანახარჯს გულისხმობს ტყის სიცოცხლის უნარიანობის გაზრდისთვის. გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი იყო და გაიმარჯვა იმ პირმა, რომელსაც ვალდებულება გადაეცა ამ ტყის მოვლის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი ჩავიდნენ და მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში 6 ათასი კვ.მ. ტყის მასივი უკანონოდ გადაუფორმეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები