დავით ბახტაძე: ადგილობრივი მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო, სოციალური და ეკონომიკური პირობებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მთავარი მიზანია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა. ინფორმაციას სამტრედიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, დღევანდელ თათბირზე მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და თითოეულს სამუშაოებზე მაქსიმალური მონიტორინგი დაავალა.
“ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია დასახლებებში პრიორიტეტების სწორად დასახვა და სამუშაოების დაგეგმვა. ადგილობრივ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო, სოციალური და ეკონომიკური პირობებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მთავარი მიზანია”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები