დმანისში ვაქცინაციის წამახალისებელი საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

დმანისის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრები გაიმართა.
დმანისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის მუნიციპალიტეტში, სრულად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედპერსონალით თბილისიდან ჩავიდა.
ზემო და ქვემო კარაბულახის, ახალი და ძველი გოდაგდაგის, ახასა და უსეინქენდის, ასევე პირველი და მეორე სალამალექის, მამიშლარისა და სოგუთლოს მოსახლეობამ სოფლიდან გაუსვლელად კოვიდ საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.
პარალერულად, ამავე დღეს სოფელ იფნარსა და კამარლოში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები