მცხეთის მერი ბუსტერ დოზით აიცრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მიხეილ ბუჯიაშვილთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით, მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრში აიცრა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დიმიტრი ზურაბიშვილმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 50 წელს ზემოთ  მოქალაქეების 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები კი ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
ამ ეტაპზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის 10 ამცრელი ამბულატორია და 2 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები