გორის მერიამ გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოაცხადა – დეტალურად

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების რეაბილიტაციის მიზნით კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტენდერები შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოცხადდა:

• ზემო ხვითში ცენტრალური გზიდან სკოლისკენ და ტაძრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია

• გზის სიგრძე – 315 მეტრი.
მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოში შესასვლელები და მიერთებები.

• ზემო ნიქოზში ცენტრალური გზიდან რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი გზა
გზის სიგრძე – 785 მეტრი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება – 378 610 ლარი.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

შესყიდვის ბმული – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=441098&lang=ge

• ტირძნისში შიდა გზის სარეაბილიტაცია
გზის სიგრძე – 960 მეტრი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება- 447 730 ლარი.
ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად იგეგმება ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებვიდა 3 თვეში უნდა დასრულდეს.

შესყიდვის ბმული – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=441097&lang=ge

• აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია
გზის მონაკვეთის სიგრძე 93 მეტრი.

• 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩის რებილიტაცია
გზის მონაკვეთის სიგრძე – 181 მეტრი

• გორში, სასაფლაოს ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია.
გზის მონაკვეთის სიგრძე – 1 241 მეტრი.

შესყიდვის სავარუდო რირებულება – 300 830 ლარი.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებვიდა 3 თვეში უნდა დასრულდეს.

შესყიდვის ბმული – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=441117&lang=ge

2022 წელს გზების რეაბილიტაციის მიზნით დღემდე გამოცხადებული ტენდერები იხილეთ ბმულზე – https://www.facebook.com/CityHallofGori/photos/a.4808885859194440/4808879779195048/

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები