თორნიკე რიჟვაძე: 2022 წელს აჭარაში რამდენიმე მასშტაბური სოციალური პროექტი სრულდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე ის მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს, რომელიც 2022 წელს სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წელს დასრულდება ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტი, ე.წ ოცნების ქალაქის პირველი ეტაპი, სადაც 582 ოჯახი მიიღებს ბინას. უკვე დაიწყო ,,ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები.

ასევე, დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში და რამდენიმე დღეში 20 ოჯახი უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

„2022 წელს ექსპლუატაციაში შევა მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი ქობულეთში, დაიწყება ბათუმის ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო პროცედურები, რაც განაპირობებს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ, სოციალურ, ტურისტულ გარემოს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები