ოკუპირებულ ოჩამჩირეში სანაპიროზე გზა ჩამოიშალა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში, სანაპირო ზოლზე მოწყობილი ფეხით სავალი ნაწილი ჩაინგრა. ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ასეთი რამ უკვე მეორედ ხდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას” ცნობით, ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს. მომხდარის მიზეზად ისინი ოჩამჩირეში მიმდინარე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, კენჭების ბუნებრივ ტრანზიტს ბლოკავს.