ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დროულად გამოცხადდნენ.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.