საგარეჯოში, სოფელ ქვემო და ზემო ყანდაურას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო და ზემო ყანდაურას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 973 421 ლარით ფინანსდება.
ამ ეტაპისათვის, ძველი ასფალტის საფარის დემონტაჟისა და ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან -ემზარ კუჭუაშვილთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
სახელშეკრულებო პირობების თანახმად, პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი-მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება.