ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალგაზრდობის სტრატეგია დაამტკიცა

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკრებულომ ახალგაზრდობის სტრატეგია დაამტკიცა.

უწყების ცნობით, სტრატეგიის არსებობა განსაზღვრავს იმას თუ, როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა ადგილობრივ დონეზე, მათ შორის იარსებებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში აისახება.

“ადგილზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ, ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რასაც დაეფუძნა ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ინიცირებული სამწლიანი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაა,, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას. ამისათვის ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და მხარდაჭერა მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მონაწილეობითი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის.
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერას ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში. მას საფუძვლად უდევს საერთაშორისო გამოცდილება და იმ პრაქტიკული საქმიანობის ანალიზი და შედეგები, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი 4 მიმართულებას მოიცავს, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება:
ა) კარგ ფორმაში ყოფნა (ფიზიკურად და მენტალურად);
ბ) სწავლება (ფორმალური, არაფორმალური და ფორმალურს გარე);
გ) მონაწილეობა;
დ) ინკლუზია.
ემსახურება ყველა ახალგაზრდას, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს მათ, ვინც სოციალურად, ეკონომიკურად ან კულტურულად მოწყვლადია.

 

ახალგაზრდული პოლიტიკა მოითხოვს მუშაობას მრავალი სექტორის ფარგლებში ერთი ყოვლისმომცველი ხედვის ჩამოსაყალიბებლად, მკაფიო პრიორიტეტებით და ქმედებებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები