2021 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში მიმდინარეობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია 11 სოფელში მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები დასრულდა ხუთ სოფელში –   ხიდისთავში, წედისში, ბნავისში, ოლოზსა და  ციცაგიაანთკარში. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 1 800 – მდე  ოჯახი უკვე უზრუნველყოფილია სასმელი წყლით.

გორის მერიის ცნობით, პროექტები გრძელდება ექვს სოფელში – ქიწნისში, შინდისში (ერთი უბანი), უფლისციხეში, შერთულში, ზერტსა (ერთი უბანი) და დიცში (ერთი უბანი). სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელ წყალს 1 300 – მდე ოჯახი მიღებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, თერთმეტივე სოფელში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა/რეაბილიტაციის შედეგად, სასმელი წყლის პრობლემა ჯამში 3 100 – მდე ოჯახს მოუგვარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები