გორის მერია სოციალური დახმარებების გაცემას განაგრძობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარებების გაცემას განაგრძობს.

უწყების ცნობით, გასულ 2021 წელს სოციალური დახმარებები 4377  ბენეფიციარზე გაიცა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  651  220 ლარი გაიხარჯა.

  • აღნიშნული თანხით ისარგებლეს ბენეფიციარებმა,  რომელთა შორის არიან:
  • უსინათლო და სმენადაქვეითებული პირები;
  • 100  და მეტი წლის ასაკის უხუცესები;
  • დედ-მამით ობოლი ბავშვები;
  • მრავალშვილიანი ოჯახები;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები და სპორტსმენები;
  • ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები;
  • ვეტერანები;
  • რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები;
  • მარტოხელა მშობლები;
  • უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები
  • სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქეები;

 

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს  ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარები გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ.  კერძოდ, 100 ლარით იზრდება დახმარება:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (150 000 ქულამდე), რომელთაც შეეძინებათ  მე-3 შვილი (დაფინანსება გაზრდილია 200-დან 300 ლარამდე);
  • ოთხშვილიანი ოჯახებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 400-დან 500 ლარამდე);
  • მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 300-დან 400 ლარამდე);

50 ლარით გაიზრდება დაფინანსება:

  • მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის ( 100-იდან 150 ლარამდე;)
  • პრობაციონერებისთვის ( 250-დან 300 ლარამდე);
  • უსინათლოებისთვის (კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე);
  • სმენადაქვეითებულებისთვის  200-დან 250 ლარამდე;

პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. ბმულზე:https://drive.google.com/file/d/1XcLAofxKENUSbv67

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები