ლანჩხუთში, აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას, საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთში, აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას, საფლავი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, საფლავიდან ბიუსტია მოპარული.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, დარეჯან ბურჭულაძის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია მას გარდაცვლილი გმირის დედამ მიაწოდა.

“ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს, ბიუსტი მოიპარეს! ამ წუთას აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას, დედა შემხვდა აკანკალებული, ამას თუ აკადრებდნენ არ მეგონაოო.. როგორც დედა, იმასაც ამბობდა,  ვიღაც გაჭირვებულმა ჩაიდინა, ნორმალური ვინ იზამდა, ციხე რისი გულისთვის აიკიდაო? “რომ გამოჩნდეს, ვაპატიებ და ვეპატრონები კიდეც, არ დავაჭერინებ, მეცოდება, ფულისთვის ქნა აიო”. გმირის დედაა”,  – წერს დარეჯან ბურჭულაძე.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები