კახეთში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაუარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის გ.მ.-მ 36 წლის მეზობელი, გ.ჩ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების მოტივით არის ჩადენილი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები