გორელი პარასპორტსმენები ,,ბაკურიანი-2022“-ის პრიზიორები გახდნენ

გორელი პარასპორტსმენები ეტლითხილამურის ჩემპიონატ ,,ბაკურიანი-2022“-ის პრიზიორები გახდნენ.

გუნდურ შეჯიბრებაში გორის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ინდივიდუალურში –  გორელმა გიორგი მოდებაძემ  მეოთხე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრებაში გორელი პარასპორტსმენების გარდა, მონაწილეობდნენ თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცები, სულ 40 მონაწილე.

ეტლითხილამურის ჩემპიონატი – ,,ბაკურიანი 2022“  პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“  ფარგლებში დაბა ბაკურიანში წელს  მესამედ გაიმართა.

ჩემპიონატი  ,,ახალგაზრდული მედია კავშირის“ უპრეცედენტო პროექტია, რომელიც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  და  ხელს უწყობს მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის სპორტულ – კულტურულ აქტივობებში.

გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ,,ახალგაზრდულ მედია კავშირთან“ და სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით ხელს უწყობს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ისეთ შეჯიბრებებში, როგორიცაა პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები