“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ბალებისხევი, კვერნაულა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, „ტოიოტას“ ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩალიპირებსა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება  ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები