ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორპუსის ჩამონგრევის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

ბათუმში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, მხარეები დღეს მოსამართლის წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან.

მომხდართან დაკავშირებით მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები უკვე წარუდგინეს.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი დაიღუპა.

საქმეზე დაკავებულია სამი პირი, კერძოდ, პირველ სართულზე მდებარე ბინების მესაკუთრე და ორი ხელოსანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები