ახმეტაში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ კოღოთოსთან მოხდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები