ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, სოფელ შავშვებში მოსახლეობას შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, სოფელ შავშვებში მოსახლეობას შეხვდა.
გორის მერმა ადგილობრივებთან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და მოსახლეობას 200 ლარიანი წახალისების პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თებერვლის თვეშიც გრძელდება. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ახალ გადაწყვეტილებაზეც, რაც 50 წლის ასაკის ზემოთ, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, 100 ლარით წახალისებას გულისხმობს.
შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციასთან და პანდემიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უპასუხეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შავშვების ამბულატორიაში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრის პროცესსაც დაესაწრო.