ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 956 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 477-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 40 875 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 35 413, გარდაიცვალა 588 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები