წალენჯიხის საკრებულოს მოადგილეების ვინაობა ცნობილია
წალენჯიხის საკრებულომ, გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გარიგების შედეგად, მოადგილეები აირჩია.
პირველი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ავთანდილ გაბელიაა, ხოლო მეორე მოადგილე „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი დარსალია გახდა. მათ კანდიდატურას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიუღია.
პარტიამ მესამე მოადგილის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა. მმართველი გუნდის შეფასებით, დღევანდელი პროცესები ოპოზიციური პარტიების ალიანსის გაგრძელებაა და „წინასწარ დადგმულ სპექტაკლში“ ისინი მონაწილეობას არ აპირებენ.