საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი სოფელ კაკაბეთში მოსახლეობას შეხვდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ კაკაბეთში ე. წ “ღვინაანთ უბანში” ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შიდა საუბნო ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მოინახულა.
აღნიშნული პროექტის სისრულეში მოყვანისთვის მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და სოფლის სხვა საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს.
“ათეულობით წლის პრობლემა ეს გახლდათ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის საკითხი.
ჩემი და ჩემი გუნდის სამუშაო სტრატეგია სწორედ ამ ორი ძირითადი ამოცანის გადაჭრა გახლავთ.
სასმელი წყლის პრობლემა აღნიშნულ სოფელში გადაჭრილია, დარჩენილია კონკრეტული მონაკვეთები და ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა.
რაც შეეხება კაკაბეთის გზების რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს 2 საუბნო გზის პროექტი განხორციელდა. დარჩენილი გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე ორმული დამუშავების სამუშაოები უახლოეს პერიოდში გაგრძელდება და გადაადგილების შეფერხება მოიხსნება”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.