წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ,,ნაცმოძრაობის” წევრი გახდა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის კორნელი სალიას მიერ, პირველი მოადგილის თანამდებობაზე დასახელებულ დეპუტატს ენმ-დან, ავთანდილ გაბელიას კანდიდატურას ოპოზიციამ ერთხმად დაუჭირა მხარი. არსებული ინფორმაციით, იგი 15 ხმით აირჩიეს.

სხდომას ესწრებიან, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ “ქართული ოცნების” დეპუტატებს.

საკრებულომ დღესვე უნდა აირჩიოს თავმჯდომარის მეორე და მესამე მოადგილეები.

სხდომას 27-დან 25 დეპუტატი ესწრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები