50 წელს გადაცილებული პირები, ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ.
„50 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის 1 თვით აცრების წახალისების პროგრამა გრძელდება. ასევე, 50 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, წახალისდებიან. ოღონდ, ამ შემთხვევაში, 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
გარდა ამისა, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.
„დამატებითი შეზღუდვები, ამ მომენტისთვის, არ წესდება. გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ, აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით გაგრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.