კახეთში უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

“სოფელ უდაბნოში მოქალაქეები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ( მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გარეშე ნადირობდნენ. დავით გარეჯას მიმდებარედ კი, სამართალდამრღვევს, უკანონოდ ჰქონდა მონადირებული 2 ერთეული კაკაბი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები