გურჯაანში ბრმა ტყვიას მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთის გასროლილი ტყვია მეორეს მოხვდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები