სენაკი-ფოთი-სარფისა და ქობულეთის შემოვლით გზებზე მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე.