ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარკში შესვლა პირველი თებერვლიდან ფასიანი გახდება.

მაგი ცნობით, იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

“საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი;

უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი;

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები – 1 ლარი;

სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი;

ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;

სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი;

ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი;

ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;

ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20 ლარი;

სამთვიანი საოჯახო აბონემენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35 ლარი;

პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი;

კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი;

ფოტოსესია – 50 ლარი.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ:

ომის მონაწილეები;

პენსიონრები;

საპატიო ზუგდიდელები;

ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები;

საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს.”- ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები