ეუთო-ს მისიის წარმომადგენლები ერგნეთში რუსულ მხარეს ხვდებიან
რუსული მხარის მონაწილეობით, საქართველოში ეუთო-ს მისიის ორგანიზებით, ერგნეთში შეხვედრა იმართება. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რა საკითხებზე იმსჯელებენ შეხვედრაზე.
არსებული ინფორმაციით, ის შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოსური მხარის მიერ დაკარგულებად გამოცხადებული სამი პირის – ალან ხუგაევის, ალან ხაჩიროვისა და სოლტან პლიევის საკითხს უკავშირდებოდეს.
შეხვედრის ტექნიკურ ორგანიზებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს, თუმცა, როგორც მისიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, უშუალოდ შეხვედრაში თავად არ მონაწილეობენ.
ცნობისთვის, გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 104-ე შეხვედრა გაიმართა.