ბათუმის აქციის პარალელურად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და გაზრდილი ტარიფები გააპროტესტეს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გიგა შუშანიას განცხადებით, თვის ბოლოს, როდესაც ქუთაისის მოსახლეობას გაძვირებული გადასახადები მიუვა, ისინი ვერ შეძლებენ მათ დაფარვას, რაც კოლაფსს გამოიწვევს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა გუბერნატორის სახელზე განცხადება დაარეგისტრირეს. როგორც ისინი აცხადებენ, აინტერესებთ მუშაობს თუ არა რეგიონის ხელმძღვანელობა ცენტრალურ მთავრობასთან, რომ მოსახლეობის მდგომარეობა შემსუბუქდეს.