აჭარის მთავრობის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, 2012 წელს 1 კვტ 11 თეთრი ღირდა, 2022 წელს კი ტარიფი 26,5 თეთრია.
„ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობა გვაქვს და უნდა ვუშველოთ. ვისაც უჭირს გადასახადის გადახდა სუბსიდირება უნდა მოხდეს”,- თქვა გიორგი კირთაძემ.
შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ელექტროენერგიის ტარიფი ძველ ნიშნულზე დააბრუნონ, რადგან მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს ვერ იხდის. აჭარა, ნაციონალური მოძრაობა, აქცია