“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და მცხეთის რაიონის სოფლებში მამკოდა, გლდანი, ლელუბანი, სოფელი გლდანი, ხოდაბუნების ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში.

არსებული ინფორმაციით, 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზრუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთის ტბა, მლაშე, რადიოსადგური, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გმირის, სამხედროს, შრომის, წიწამურის, გორგასლის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე.

14:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ციხისძირი, ფიტავი, პავლეური და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები