ოზურგეთის მერმა ახალი მოადგილეები წარადგინა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერის მოადგილის პოზიციაზე ნათია გოლიაძისა და ნიკა ბოლქვაძის კანდიდატურა წარადგინა.

ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ნათია გოლიაძე ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო, ნიკა ბოლქვაძე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუწევს კურირებას.

“ნათიას და ნიკას კერძო სექტორში მუშაობის პოზიტიური გამოცდილება გააჩნიათ, იცნობენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, აქტიური კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან და ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიასა და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები