ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 380 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 140-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 39 383 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 34 374 , გარდაიცვალა 583 პირი.