ოთარშენის, ზემო ხვითისა და ბეთლემის საჯარო სკოლებში გათბობის სისტემები დამონტაჟდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ოთარშენის, ბეთლემისა და ზემო ხვითის საჯარო სკოლების შენობებში ცენტრალური გათბობის სისტემები დამონტაჟდება იგეგმება.
სამუშაოების განხორციელების მიზნით, მერიამ ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 107 615 ლარს შეადგენს.
პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები