აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2022“ ეცნობიან. ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.

წელს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ასზე მეტი ქვეყნის ათი ასამდე კომპანია, ტურისტული სააგენტო და ტურისტული ბიზნესის ძირითადი მოთამაშეა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ მედიის, სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და აჭარის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 19 იანვარს გაიხსნა და 23 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები