ვანდალიზმის მორიგი ფაქტი გორის ხელოვნების სახლის მიმდებარედ – სკვერში ნათურები დააზიანეს
გორის ხელოვნების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სკვერში ნათურები დააზიანეს. ხელოვნების სახლის ინფორმაციით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა შემოდგომიდან მოყოლებული. როგორც ისინი ფეისბუქზე წერენ, ნათურები ამჯერად ვერ დახსნეს და ჩაამსხვრიეს.