ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 174-ე წლისთავთან დაკავშირებით, მწერლის საფლავი გვირგვინით შეამკო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 174 წლისთავთან დაკავშირებით, მწერლის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მერმა ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღე ლიტერატურულ და თეატრალურ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ხევის მოსახლეობას მიულოცა.

„როდესაც ალექსანდრე ყაზბეგი გარდაიცვალა, პრესა წერდა: ნუ ჩაიტან საფლავში ტკივილს, რომ შენი საყვარელი ქვეყანა ვერ აყვავდა. იცოდე და გჯეროდეს, ქვეყანას, რომელსაც ალექსანდრე ყაზბეგი ჰყავს, აუცილებლად გაიხარებს!

მეც მწამს და მჯერა, ამ პატარა კუთხეს, რომელსაც საკუთარი მფარველი წმინდანი – იოსებ მოხევე, ლეგენდებსა და საგმირო საქმეების მაგალითებზე გაზრდილი შვილები, ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ალექსანდრე ყაზბეგი და მართლმადიდებლურ სამყაროში ეპოქალური მოვლენა – პატრიარქი ჰყავს, აუცილებლად აყვავდება!

დღეს კიდევ უფრო მეტად ვფიქრობთ, ხევისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურისა და განათლების სფეროები. იმედი მაქვს, მალე დასრულდება სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელიც თავის მხრივ, კულტურული ტურებით დაინტერესებულ კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები